სკოლის გარეთ არსებული საგანმანათლებლო პრობლემების გადაჭრის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით ხარაგაულში პროექტი – „იმედი ხვალის“ – ხარაგაულის უკეთესი მომავლისათვის“ ხორციელდება.
პროექტის პრეზენტაცია ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში შედგა.
პროექტს ახალგაზრდა აქტივისტთა კლუბი „იმედი ხვალის,“ ბაზალეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ბაო,“ ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა და გამომცემლობა „ჩემი იმერეთი“ ერთობლივად ახორციელებენ.
პროექტმა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის (CDI) მიერ გამოცხადეულ კონკურსში გაიმარჯვა.
„ამ პროექტში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლის მოსწავლეები მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ, – ამბობს ბაზალეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბაოს“ ხელმძღვანელი თეა ტალახაძე, – პროექტი ახალგაზრდების გააქტიურებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ ჩართვას გულისხმობს. მთავარი მიზანია, რომ ახალგაზრდებს გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა გავუღვივოთ.“
პროექტის ფარგლებში ხარაგაულში რამდენიმე აქტივობაა დაგეგმილი:
დასუფთავდება კულტურისა და დასვენების პარკი დაბა ხარაგაულის სამი სკოლისა და ახლომდებარე სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით. პარკის დასუფთავების პარალელურად, მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსწავლეები სკოლის ტერიტორიას ან ნებისმიერ სხვა ადგილს დაასუფთავებენ;
ადგილობრივ ხელისუფლებას წარედგინება პეტიცია პარკის კეთილმოწყობისა და სათამაშო ატრაქციონების დამონტაჟების მოთხოვნით;
მოსწავლეთა საგზაო უსაფრთხოების მიზნით სკოლებთან ზებრა გადასასვლელები მოიხატება.
ყველა აქტივობა გაშუქდება დამოუკიდებელი გამომცემლობა „ჩემი იმერეთის“ ყოველთვიურ ჩანართში „იმედი ხვალის“ და ვებგვერდზე chemikharagauli.com
პროექტის პრეზენტაციაზე მოწვეულმა ეკოკლუბების ხელმძღვანელებმა და წევრებმა თავიანთ გარემოსდაცვით აქტივობებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სიამოვნებით ჩაერთვებიან პროექტში „იმედი ხვალის“ – ხარაგაულის უკეთესი მომავლისათვის.“
პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, განათლების პროფკავშირების, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS), რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში