ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღების შეშით მომარაგებისათვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული 17 ოქტომბერს გამოვლინდა.
ი/მ თამაზ გაჩეჩილაძე საბავშვო ბაღებს შეშით 15 200 ლარად მოამარაგებს.
სათბობი მასალით მომარაგებისათვის ხარაგაულის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ ტენდერი მეორედ გამოაცხადა. 25 სექტემბერს გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა, რადგან მასში მონაწილეობა არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის, ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციასთან ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება.
„საბავშვო ბაღების უმრავლესობაში შარშანდელი მარაგიდან სათბობი დარჩენილი გვაქვს. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შეშას პირველ რიგში იმ ბაღებს მივაწვდით, რომლებსაც შარშანდელი მარაგი არ გააჩნიათ. ერთ თვეში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა საბავშვო ბაღს შეშა ექნება,“ – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში