ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრაწყაროში, ოკიშურას უბანში, გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა. ამ მომენტისთვის თეთრაწყაროში ბუნებრივი აირი 50 ოჯახს მიეწოდება. წლის ბოლოსთვის კი ბუნებრივი აირით სარგებლობას თეთრაწყაროში მცხოვრები 200 ოჯახი შეძლებს.
გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობას იმერეთის გუბერატორი გივი ჭიჭინაძე, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცვნენ. მათთან ერთად „სოკარ ჯორჯია გაზის“ იმერეთის ოფის მენეჯერი დავით ჯაიანი და ზესტაფონის სერვისცენტრის მენეჯერი ლევან აბაშიძე იმყოფებოდნენ.
გაზქურა სიმბოლურად გიორგი (ჟორა) თაბუკაშვილის ოჯახში აანთეს.
„2017 წლის დეკემბრის შუა რიცხვებისთვის ხარაგაულის ექვს სოფელში – ისლარში, ჯაფაროულში, თეთრაწყაროში, ბაზალეთში, ჩხერსა და ახალსოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდება და ყველა მოსახლესთან აინთება გაზქურა, ვისაც ბუნებრივი აირით სარგებლობა სურს, – ამბობს „სოკარ ჯორჯია გაზის“ იმერეთის ოფის მენეჯერი მენეჯერი დავით ჯაიანი. 16 ოქტომბერს ოთხი ბრიგადა დაბინავდა ბაზალეთში. როგორც კი ამინდები მოგვცემს საშუალებას, ბაზალეთში ოჯახებში ბუნებრივი აირის სამონტაჟო სამუშაოები გაგრძელდება.“
რომელი სოფლების გაზიფიცირება იგეგმება 2018 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, – ამ შეკითხვაზე დავით ჯაიანი გვპასუხობს, რომ „2018 წლის გეგმას რაც შეხეება, „სოკარ ჯორჯია გაზი“ ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავებს გეგმას. წინასწარ ვერ გეტყვით, არ მაქვს ინფორმაცია, თუ როდის გვექნება კონკრეტული გეგმა”.
ნინო კაპანაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში