#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიიდან მოპოვებული ინფორმაციით, 12 საარჩევნო უბანში ოთხმა პარტიამ კომისიის წევრები შეცვალა.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად იმუშავებენ #48.06 საქასრიის საარჩევნო უბანზე – დარეჯან ქურციკიძე, #48.07 უბისის საარჩევნო უბანზე – ირაკლი სახვაძე, #48.16 დიდვაკის საარჩევნო უბანზე – ჯამბულ მაღრაძე, #48.18 დეისის საარჩევნო უბანზე – როინ კიკნაძე, #48.19 ქვების საარჩევნო უბანზე – მარინა თაბაგარი, #48.27 ღორეშის საარჩევნო უბანზე – ზურაბ მესხიშვილი, #48.29 წყალაფორეთის საარჩევნო უბანზე – თეიმურაზ ხიჯაკაძე, #48.30 ხევის საარჩევნო უბანზე – სოფიო ტაბატაძე, #48.36 ისლარის საარჩევნო უბანზე – ილარიონ ჭიპაშვილი.
პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ კომისიის წევრი #48.08 ვარძიის საარჩევნო უბანზე შეცვალა და კომისიაში სამუშაოდ ეთერი სარალიძე წარადგინა.
პარტიიდან „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ #48.10 ზვარეს საარჩევნო უბანში ნანული კიკნაძე იმუშავებს, პარტიიდან „ევროპულმა საქართველო“ – #48.11 კიცხის საარჩევნო უბანში – თინათინ ბერაძე.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შეცვლის ვადა 5 ოქტომბერს ამოიწურა.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში