დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, გოგი მასწავლებელო, რაც სარგვეშის სკოლაში ხუჭუჭთმიანი, სასიამოვნოდ ჩაცმული მობრძანდით. მაშინ მე მეექვსე კლასში ვსწავლობდი. ნეტავი იმ დღეს. სიამოვნებით ვიგონებ თქვენს გაკვეთილებს, როგორ გვმოძღვრავდით და გვაყვარებდით მშობლიურ ენას, ცხოვრებას გვასწავლიდით. სკოლის პერიოდს ხომ ვერაფერი შეედრება. თქვენ ჩვენი ცხოვრების გზამკვლევი იყავით. თქვენი დახმარებით შევძელით ეკალბარდიან გზებზე სახელოვნად სიარული.
დიდია თქვენი ღვაწლი და დამსახურება ერისა და ქვეყნის წინაშე. თქვენ ბრძანდებით დიდი ბერმუხა, ღვაწლმოსილი პედაგოგი, რომელმაც სასიქადულო ცხოვრების გზა განვლეთ. ათეული წლების მანძილზე ამშვენებდა თქვენი პიროვნება ხარაგაულის ლამაზ ინტელიგენციას.
დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ, ჩემო მასწავლებელო.
თქვენი აღზრდილების სახელით დიდ მადლობას გიხდით იმ დიდი შრომისათვის, რაც მრავალი ათეული წლის მანძილზე მომავალი თაობების აღზრდის საქმეში გაწიეთ. მიხარია, რომ კვლავ გიჭრით კალამი, რომ თქვენს ნააზრევს კვლავ ეცნობიან ახალგაზრდები.
უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით,
თქვენი ყოფილი მოსწავლე
ანა ხომასურიძე-ბაბლიძე
ფოტოზე: გოგი ჯღამაძე სოფელ საბის სკოლაში მოსწავლეებთან, 1957 წ.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში