სკოლებში სამედიცინო კაბინეტების აღდგენის პროცესი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2014 წელს დაიწყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ამ სიახლეს პირველივე წელს შეუერთდა. პირველი სამედიცინო კაბინეტი ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში ამოქმედდა. ამჟამად ეს სერვისი ასევე ხელმისაწვდომია ხევისა და ხარაგაულის #3 საჯარო სკოლებში.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ბორითის საჯარო სკოლაში ექიმის კაბინეტი გახსნილია, თუმცა ვერ ფუნქციონირებს იმის გამო, რომ სპეციალისტი არ ჰყავთ. ბორითის სკოლაში ექიმის მისაღებად დასაქმების ბიუროს ვებგვერდზე კონკურსი რამდენჯერმე გამოცხადდა, მაგრამ, ჯერჯერობით, არც ერთი ექიმი დაინტერესდა.
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში ექიმის კაბინეტი მიმდინარე წლის თებერვალში ამოქმედდა. პროფესიით ექიმმა ია ხარაზიშვილმა ამ სკოლაში ორი წლის წინ მუშაობა საქმისმწარმოებლად დაიწყო. 2017 წლის თებერვლიდან, სასწავლო პროცესის დროს, პერიოდულად ამოწმებს მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში პირველად სამედიცინო მომსახურებას უწევს მათ. ინტერესდება იმ მოსწავლეების ჯანმრთელობით, რომლებმაც წინა დღით რაიმე ჩივილით მიმართეს. ყოველდღიურად ამოწმებს საკლასო ოთახების, სკოლის დერეფნებისა და სველი წერტილის ჰიგიენურ მდგომარეობას.
„თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისას მშობლების დახმარებით შევაგროვე მოზარდთა იმუნიზაციის, საკვებისა და მედიკამენტების მიმართ ალერგიული დამოკიდებულების შესახებ ინფორმაცია. ეს მონაცემები ჩვენს ბაზაში ინახება, – ამბობს ია ხარაზიშვილი, – განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ 1-4 კლასების მოსწავლეების ჰიგიენას. საჭიროების შემთხვევაში ვუკავშირდები მშობლებს. ჩვენი სკოლის სამედიცინო კაბინეტი აღჭურვილია ყველა საჭირო მედიკამენტითა და პირველადი დახმარების ნივთებით.“
ია ხარაზიშვილის შეფასებით, სკოლის ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკლასო ოთახები ყოველდღიურად სველი წესით სპეციალური ხსნარებით ირეცხება.
ია ექიმი მოსწავლეების საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობას წელიწადში ორჯერ -გაზაფხულსა და შემოდგომაზე ამოწმებს. აღრიცხვაზე აყვანილია ფარცხნალის ოპტიმიზირებული სკოლის მოსწავლეები.
ია ექიმი მოსწავლეებთან სხვადასხვა დაავადებებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრებს მართავს. 28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, მოსწავლეებს ის ამ დაავადების შესახებ ესაუბრა.
„უახლოეს მომავალში ვაპირებ მოსწავლეებს ვირუსული დაავადებების შესახებ ვუამბო. ზამთრის ცივ სეზონთან დაკავშირებით ვირუსული დაავადებები განსაკუთრებით აქტიურდებიან. საჭიროა მოსწავლეებმა და მშობლებმა საჭირო ზომები მიიღონ დაავადებების თავიდან ასაცილებლად. მოსწავლეებს ვურჩევ თბილად ჩაიცვან, ყურადღება მიაქციონ თავიანთ ჯანმრთელობისა და ჰიგიენურ მდგომარეობას და ხშირად გაანიავონ საკლასო ოთახები“.
თამთა გოგოლაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში