

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში საბავშვო ბაღის მშენებლობა 10 ოქტომბრამდე დასრულდება.
მშენებელი ორგანიზაციის შპს TU-KA-ს დირექტორის, ომარ თოთაძის, თქმით, ამჟამად საბავშვო ბაღში იატაკი იგება, გამათბობლები მონტაჟდება და შიგა სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
„დარჩენილია გარე საყრდენი კედლისა და ბილიკების მოწყობა, კიბეების მოპირკეთება, 10 ოქტომბრისთვის ნადაბურში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდება“ – ამბობს ომარ თოთაძე.
სოფელ ნადაბურში საბავშვო ბაღი დღემდე არასოდეს ყოფილა. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ივნისში დაიწყო. შპს „TU-KA“ ნადაბურში საბავშვო ბაღს 174 444 ლარად აშენებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების (დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი) რიგით მეჩვიდმეტე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ქსოვილის ნივთებს ი/მ „ირმა სილაგავა“ 2 695 ლარად მიაწვდის. ავეჯით – ი/მ „კახაბერ ბოგვერაძე“ 4 149 ლარად მოამარაგებს. ახალი საბავშვო ბაღისათვის მაცივრის, სარეცხი მანქანის, გაზქურისა და სხვა საჭირო ტექნიკის შესაძენად ელექტრონული ტენდერი 27 სექტემბერს 2 800 ლარზე გამოცხადდა.
თამთა გოგოლაძე
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის
მესამე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია,
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის განაცხადების მიღებას