ორმოცდაათი წელი ახალგაზრდობის სიბერეა და სიბერის ახალგაზრდობა, – ამბობს გოეთე. სწორედ ახალგაზრდული შემართებით ითამაშეს ოცდათხუთმეტი წლის წინ ხარაგაულის რკინიგზის საშუალო სკოლის კურსდამთავრებულებმა ხარაგაულის სპორტული დარბაზის არენაზე.
ამხანაგური მატჩი ფეხბურთში მათსა და სპორტსკოლის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს შორის გაიმართა. სტუმართა შემადგენლობა ასეთი იყო: ტატო აბრამიშვილი, სერგო კიკნაძე, ზაზა იმედაიშვილი, მერაბ გიორგაძე, ჯიმშერ ქველაძე, ზურიკო არევაძე.
მიუხედავად იმისა, რომ ვეტერანთა უმეტესობას წონა და ასაკი თავისუფლად თამაშში ხელს უშლიდა, მაინც ჩანდა მათი ნიჭიერება. „რკინიგზელთა“ შორის გამოირჩეოდნენ სერგო კიკნაძე და ტატო აბრამიშვილი, რომლებმაც ბრწყინვალე ბურთები გაიტანეს.
მეტოქეებს არც სპორტსკოლის ნაკრებ გუნდში მოთამაშე ვეტერანი ფეხბურთელი სოსო აბაშიძე ჩამორჩა. მან ულამაზესი გოლით დაგვამახსოვრა თავი. გარდა სოსო აბაშიძისა, მასპინძელთა გუნდში თამაშობდნენ: გოჩა გელაშვილი, დიმიტრი მაჭავარიანი, პაატა ლურსმანაშვილი, მამუკა ლომსაძე.
მატჩი საინტერესოდ წარიმართა და ფრედ 5:5 დამთავრდა. მეგობრობამ გაიმარჯვა.
აფერუმ, თქვენ ვაჟკაცობას, ბიჭებო!
ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის დირექცია
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში