

21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1981 წელს გამოაცხადა. „პატივი ვცეთ და გავაძლიეროთ იდეები მშვიდობის შესახებ“ – ამ სლოგანით მოუწოდებდა გაერო სახელმწიფოებს.
მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 21 სექტემბერს მთელ მსოფლიოში ტარდება.
დღესასწაულს ბაზალეთის საჯარო სკოლაც შეუერთდა სლოგანით „დაგიხატავ მშვიდობას“. სკოლის ეზოში ასფალტზე ხატვის ღონისძიება გაიმართა. ბავშვები ხატავდნენ, აფერადებდნენ და თავიანთ წარმოსახვაში აცოცხლებდნენ მშვიდობის სურათებს.
„ჩვენ გვჯერა, ერთხელაც სამყაროში დამყარდება მშვიდობა და ყველა ადამიანი ბედნიერი, გაღიმებული, ხალისიანი ივლის დედამიწაზე,“ – ამბობენ ისინი.

ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის