

ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის 50-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა ორ ეტაპად წარიმართება. გზის ძირულა-მოლითის მონაკვეთის დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია, განსახლების გეგმის ჩათვლით, უკვე მომზადდა.
„განსახლების გეგმა განსახილველად და დასამტკიცებლად საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და აზიის განვითარების ბანკს წარვუდგინეთ, – ამბობს საპროექტო-საკონსულტაციო კომპანია „კოქს კონსალტის“ განსახლების სპეციალისტი იოსებ გოგოძე, – სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შევხვდებით და განსახლების გეგმას გავაცნობთ.
ამის შემდეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაიწყებს იმ სახლების, შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთების გამოსყიდვას, სადაც საავტომობილო გზა გაივლის. პარალელურად, გამოცხადდება ტენდერი გზის მშენებელი ორგანიზაციის გამოსავლენად.“
რაც შეეხება მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთს, განსახლების გეგმის მომზადება ოქტომბრიდან დაიწყება და 2017 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
„დაბა ხარაგაულს განსახლების გეგმა არ ეხება, – ამბობს იოსებ გოგოძე, – დაბის ტერიტორიაზე მხოლოდ გზის არსებული საფარის რეაბილიტაცია მოხდება. დღეს არსებული პროექტის მიხედვით, გზა დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გაივლის.“
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. გზის რეაბილიტაციისთვის 80 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი.
ნინო კაპანაძე
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის