დღეს, 15 სექტემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 26 სკოლაში სწავლის დაწყების მაუწყებელი ზარი დაირეკა. სულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სწავლას 2 230 მოსწავლე შეუდგა. მათ შორის 192 პირველკლასელია.
ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლებში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.
ხარაგაულის #2, #3 საჯარო სკოლებსა და ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში გასულ სასწავლო წელს მიღწეული წარმატებებისათვის მოსწავლეები და პედაგოგები დააჯილდოვეს. მათ წინსვლა და წარმატებები უსურვეს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები და მასწავლებლები მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელკისედეკმა (ხაჩიძე) დალოცა.
„უახლოეს მომავალში დაიწყება გიმნაზიის სარემონტო სამუშაოები და გპირდებით, გიმნაზია ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა იქნება იმერეთის რეგიონში,“ – აღნიშნა მეუფემ საზეიმო ღონისძიებაზე.
დღესვე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარიხევში საუკუნოვანი სკოლის გარემონტებული შენობა გაიხსნა.
ბაზალეთის საჯარო სკოლის ღარიხევის კორპუსში სწავლას 4 მოსწავლე შეუდგა. სკოლის დირექტორი იზოლდა ოკრიბელაშვილი იმედოვნებს, რომ სკოლის მოსწავლეთა კონტინგენტი გაიზრდება. საზეიმო ღონისძიებაზე ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ყოველივე საუკეთესო უსურვეს.
თამთა გოგოლაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში