15-17 სექტემბერს ხარაგაულის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სოფელ დიდ სახვლარში, „შემოდგომის მუსიკალურ ფესტივალს“ გამართავს. ტურიზმის ცენტრის უფროსის, ბერიკა თურმანიძის, ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას სამი „დიჯეი“ და ერთი როკ ბენდი მიიღებს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ორი დღის განმავლობაში ასამდე მსმენელი ელექტრონულ მუსიკას მოუსმენს. ფესტივალი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ხარაგაულში. ჩვენი მიზანია უძველესი სოფელი დიდი სახულარი საქართველოში ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ ზონად გადაიქცეს.
საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი პროექტის „გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში ხარაგაულში გეგმავს მედიატურს, რომელშიც სხვადასხვა ცნობილ სახეებთან ერთად, მედიის წარმომადგენლები და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ჩაერთვებიან. პროექტის მონაწილეები პირველ დღეს უბისის მონასტერს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმსა და სოფელ ნუნისს მოინახულებენ. მეორე დღე კი მთლიანად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის გაცნობას დაეთმობა.
ოქტომბრიდან, როგორც კი მდინარე ჩხერიმელას დონე მოიმატებს, მასზე სისტემატიურად მოეწყობა ჯომარდობა. რამდენიმე ტურისტულმა კომპანიამ მდინარე ჩხერიმელაზე ჯომარდობის სურვილი უკვე გამოთქვა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხანდების სარკინიგზო გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ბაზისა და საცოცი კლდეების მოწყობა იგეგმება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტზე ამ ტერიტორიის გადმოსაცემად საქართველოს რკინიგზის კომპანიასა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
უახლოეს მომავალში ხარაგაულში უცნობი ტურისტული ადგილების მარკირება დაიწყება. საქართველოს მოლაშქრეთა ფედერაციამ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მარკირებების ანუ ველურ ბუნებაში გზის გაკვლევისთვის საჭირო მინიშნებების ერთიანი სტანდარტი შეიმუშავა. ოქტომბრიდან, ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, უცნობი ადგილების შესწავლა, ბილიკების გაყვანა და მარკირება დაიწყება. ეს ხელს შეუწყობს, ბევრად კომფორტული და უსაფრთხო გახდეს ტურისტებისთვის ამა თუ იმ საინტერესო ადგილის მონახულება. აღნიშნული პროექტი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ბერიკა თურმანიძის ინფორმაციით, 2017 წლის ზაფხულში საქართველოს რეგიონებში სალაშქრო რალის ჩემპიონატის შესარჩევი ტური ჩატარდა. იმერეთის რეგიონში ხარაგაულის მოლაშქრეთა გუნდმა (ლაშა ღონღაძე, თინათინ მეტრეველი, შოთა გოლუბიანი, ვანო ბანცაძე, შალვა ბერაძე, გუნდის ხელმძღვანელი ბერიკა თურმანიძე) გაიმარჯვა. საქართველოს სალაშქრო რალის ჩემპიონატის ფინალი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში შემოდგომაზე გაიმართება და მასში რეგიონულ ტურში გამარჯვებული გუნდები ჩაერთვებიან.
შემოდგომაზე ტურიზმის ცენტრი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხარაგაულში მოქმედ ორგანიზაციებს შორის გასართობი ტურ-თამაშების მოწყობას გეგმავს. შეჯიბრში, შესაძლოა, იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტის გუნდებიც ჩაერთონ.
თამთა გოგოლაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში