9 სექტემბერს, პ/გ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველომ“ ხარაგაულში მერობის კანდიდატად ნიკოლოზ თოფურიძე წარადგინა.
შეკრებილ ამომრჩევლებს კანდიდატი ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა კობა ლურსმანაშვილმა წარუდგინა.
კობა ლურსმანაშვილმა კანდიდატის წარდგენისას აღნიშნა, რომ ნიკოლოზ თოფურიძემ ხარაგაულის გამგებლად მუშაობის ცხრა თვის მანძილზე ამ თანამდებობაზე ყოფნისთვის ყველა საჭირო თვისება გამოავლინა. მანვე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი უალტერნატივო ძალაა და ის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის ღირსეული კანდიდატებით იქნება წარმოდგენილი.
კობა ლურსმანაშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ ხარაგაულელებმა, – ისევე, როგორც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, – თავისი ბედი კვლავ ანდონ კვალიფიციურ ადამიანებს, ვისაც თვითმმართველობის წარმატებულად გაძლოღა შეუძლია.
„ბატონი ნიკოლოზი საინტერესო პიროვნებაა, – ამბობს პარლამენტარი კობა ლურსმანაშვილი, – ის ხედვები, რომლებიც მას გააჩნია, არის „ქართული ოცნების“ ხედვები. ის სიკეთე, რომელიც ამ დროის განმავლობაში მოვიდა ხარაგაულში, კვლავ უნდა გაგრძელდეს. აღმშენებლობითი პროცესი, რომელიც არ შეჩერებულა, უფრო მეტ მასშტაბებს შეიძენს.
ხარაგაულში გამართულ შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის მხარდაჭერა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გამოხატა. მან განაცხადა: „მთავრობისთვის, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროსთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთ ადამიანთან თანამშრომლობა, როგორიც ბატონი ნიკოა, – იმისათვის, რომ თითოეული თქვენთაგანისთვის უფრო მეტი სიკეთის მოტანა და მეტი ტკივილის შენელება შევძლოთ.
-ჩვენ ვეცადეთ, რომ დაგვებრუნებია ის, რაც თითოეულ თქვენგანს ეკუთვნის; ეს არის თქვენი პრივილეგია, – ჯანმრთელობის უფლება. კვლავ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი. ჩვენმა მცდელობებმა რომ მაქსიმალური შედეგი მოგვიტანოს, მნიშვნელოვანია ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი ხელმძღვანელობის თანამშრომლობა.
მალე ახალი ცვლილებების ტალღა დაიწყება. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზე მეტი ფინანსური რესურსები დელეგირდება იმისთვის, რომ ეს თანხა უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ. ადგილობრივმა ხელისუფალმა უფრო ზუსტად იცის მოსახლეობის საჭიროება,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
„მე ვარ ერთ-ერთი თქვენგანი, – მიმართა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ნიკოლოზ თოფურიძემ შეკრებილ მოქალაქეებს, – პირობას გაძლევთ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხარაგაული ახალგაზრდებისთვის ძალიან მიმზიდველი გახდეს.
უპრეცენდენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება წელს ხარაგაულში. მომავალ წელს უფრო მეტი განხორციელდება.
პირობას გაძლევთ, რომ ჩემი მერობის დროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ერთი სოფელი არ დარჩება გზის რეაბილიტაციისა და გაზიფიცირების გარეშე. ამაზე ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ ცენტრალურ მთავრობასთან,“ – აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ.
ლაურა გოგოლაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში