

4 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა. ამის მიზეზი დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება გახდა.
საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილის ხმამაღალი კამათი ჩხუბში გადაიზარდა.
ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ თორნიკე ავალიშვილმა მოითხოვა, რომ სხდომა საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძის ნაცვლად მის მოადგილეს, გივი თხელიძეს წარემართა. ამის მიზეზად თორნიკე ავალიშვილმა ჯერ ის დაასახელა, რომ მანანა ბარბაქაძე საკითხის განხილვისას პოლემიკაში ჩაერთო, რაც თავმჯდომარეს რეგლამენტით ეკრძალება. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ მას ჩხუბის დროს წიხლი ესროლა.
საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ ოცწუთიანი შესვენება გამოაცხადა. თორნიკე ავალიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს სხდომის გაგრძელებისა და მომხსენებელ ნინო მაღლაკელიძეს ბიუჯეტის ექვსი თვის შედეგების საკრებულოსთვის გაცნობის შესაძლებლობა არც შესვენების შემდეგ მისცა.
საკრებულოს რეგლამენტის მეცხრე თავის 65-ე მუხლის თანახმად, თუ სხდომაზე ორჯერ ვერ მოხერხდა წესრიგის დაცვა, სხდომა მეორე დღისთვის უნდა გადაიდოს.
საკრებულოს სხდომა 5 სექტემბერს, დილის 10:00 საათისთვის დაინიშნა.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა