ხვალ, 26 აგვისტოს, გახდება ცნობილი იმ ორი ხარაგაულელი მეთერთმეტეკლასელის ვინაობა, რომლებიც ესტონეთის ქალაქ კადრინას სკოლაში ერთი სასწავლო წლის მანძილზე ისწავლიან.
დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტს კადრინას მერი იანეს ვეისნე ესტუმრა. ის კადრინაში სწავლების მსურველ მოსწავლეებს, მათ მშობლებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს შეხვდა.
შესარჩევ კონკურსში ხუთი ხარაგაულელი მოსწავლე მონაწილეობს – ანა მაჭავარიანი, მარიამ კიკნაძე (ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა), თინათინ ჩხეიძე, თინათინ გელაშვილი (ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია), დეა ბერაძე (ბორის საჯარო სკოლა). კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეებს გასაუბრების შედეგებით გამოავლენენ.
კადრინას მერის ინფორმაციით, შერჩეული მოსწავლეების ესტონეთში ყოფა-ცხოვრების ხარჯებს სკოლა გაიღებს, ხოლო მათთვის ესტონური ენის შესწავლისთვის საჭირო თანხას, – კადრინას მუნიციპალიტეტი. მოსწავლეების კადრინაში გამგზავრების თანხა თავად მოსწავლეთა ოჯახებმა უნდა დააფინანსონ.
„ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხარაგაულისა და კადრინას შემდგომი ურთიერთობებისთვის, – აღნიშნა ქალაქის მერმა იანეს ვეისნემ ხარაგაულის საგანმანთლებლო რესურსცენტრში შეხვედრისას, – გვინდა, რომ რაც შეიძლება კარგი შედეგი მივიღოთ. გაგვიხარდება, თუ მომავალში ეს მოსწავლეები უმაღლეს განათლებასაც ესტონეთში მიიღებენ.
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში კადრინასა და ხარაგაულს შორის მემორანდუმი 2017 წლის 6 აპრილს ხარაგაულში გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს ორ ქალაქს შორის მეგობრობის გაღრმავებას, გაცვლით პროგრამებს როგორც კულტურულ, ასევე საგანმანათლებლო სფეროში.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში