ხარაგაულში, ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის ორგანიზებით გამართულ ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატში გაიმარჯვა გუნდმა „DREAM TEAM.“ მეორე ადგილზე გავიდა გუნდი „GEORGIA.“
ჩემპიონატის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი ჭყოიძის ინფორმაციით, გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას მწვრთნელმა ზურა სამხარაძემ გადასცა. ტურისტულმა კომპანია EXTREM TREVEL-მა გამარჯვებული გუნდი შემოდგომის სეზონზე ერთდღიანი სალაშქრო ტურით დააჯილდოვა, ხოლო ხარაგაულის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრმა – სექტემბერში მათ მიერ ხარაგაულში დაგეგმილი მუსიკალური ფესტივალის ბილეთებით.
ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად ბექა ქარცივაძე დასახელდა. ის საკრებულოს წევრმა ვარლამ ჭიპაშვილმა კალათბურთის ბურთით დაასაჩუქრა, ხოლო ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ – სპეციალური პრიზით.
სამქულიანების კონკურსში სოსო მაჭავარიანმა გაიმარჯვა. მან ვებგვერდის – „ხარაგაული და ხარაგაულელები“ – ადმინისტრატორის, გივი კურტანიძესგან, საჩუქრად ხარაგაულის სიმბოლო – დევის ქანდაკება მიიღო.
ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მონაწილე ანდრია ქალდანი ტურიზმის ცენტრმა დააჯილდოვა.
16 წლამდე ასაკის მოზარდთა ჩემპიონატში გამარჯვებულ გუნდ GEORGIA-ს წევრებს სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალურმა ცენტრმა სპორტული დარბაზის ერთთვიანი აბობენემენტი გადასცა.
ჩემპიონატის ფარგლებში გამოცხადდა ფოტოკონკურსი. გამარჯვებულ ფოტოზე აღბეჭდილი მიშიკო ლურსმანაშვილი და ანი გეჯაძე კაფე „ეიფელში“ ვახშმით დაჯილდოვდნენ.
ქუჩის კალათბურთის ორგანიზატორები – მირიან შარიქაძე, გიორგი ჭყოიძე, ბექა ჭყოიძე და ლაშა გელაშვილი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ხარაგაულკეთილმოწყობას, შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრს, სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალურ ცენტრს, კაფე „ეიფელს,“ ვებ-გვერდს „ხარაგაული და ხარაგაულელები,“ ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, კულტურის ცენტრს და მის თანამშრომელს დავით კვირიკაშვილს.
ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი წელს მეექვსედ ჩატარდა. მასში 11 გუნდი მონაწილეობდა. ხარაგაულელ ახალგაზრდებთან ერთად ჩემპიონატში წელს ხევის, ნადაბურისა და საღანძილის გუნდები ჩაერთვნენ.
შოთა ლომიძის ფოტოები
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში