

მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობაში ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში ათი ხარაგაულელი მეხანძრე მონაწილეობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ხარაგაულიდან ორი ავტომანქანა გაიგზავნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში ცეცხლის გავრცელების არეალი გაცილებით შემცირებულია, თუმცა რჩება ძლიერი კერა წაღვერისა და ტიმოთესუბნის ქედზე.
ხანძრის ჩქარობაში 6 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული.
ტყე, რომესაც ცეცხლი გაუჩნდა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შემადგენლობაშია. ხანძრის შედეგად უნიკალური ტყის მასივის ათეულობით ჰექტარი განადგურდა.
ხარაგაულელი მეხანძრის, გიორგი ჭყოიძის ფოტოები სტიქიის ზონიდან
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
დღეს, 3 აგვისტოს, ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე მესამედ, საქმიანობაში
ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის