ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 4 სექტემბრის სხდომაზე ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიშს განიხილავს. საკრებულოს ბიუროს წევრებმა ეს საკითხი 21 აგვისტოს სხდომაზე მოისმინეს. დეპუტატებმა გამგეობის საფინანსო-სახაზინო განყოფილების უფროს ნინო მაღლაკელიძეს შეკითხვებით მიმართეს.
დეპუტატი ქეთევან ზუმბაძე დაინტერესდა, თუ რატომ იზრდება ბიუჯეტიდან გადასახდელი ელექტროენერგიის ხარჯი.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი კითხულობს, თუ რატომ არ გაიცა ამ დრომდე ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის თანხა რელიგიის დაფინანსების ხარჯებიდან. მანვე გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს პირობა შეახსენა, რომლის მიხედვითაც, ჯერ კიდევ 2016 წელს ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის კეთილმოწყობისთვის თანხა „სკვერებისა და პარკების რეაბილიტაციის“ მუხლიდან გაიცემოდა, ასევე ხარაგაულის პარკში ატრაქციონებს დაამონტაჟებდნენ.
„მაინტერესებს, როგორ ხორციელდება წარმატებული სპორტსმენების ფინანსური წახალისების პროგრამა და რატომ არ არის ამ დრომდე სათნოების სახლისთვის შეძენილი ინვენტარი,“ – კითხულობს ვარლამ ჭიპაშვილი.
გამგეობის საფინანსო-სახაზინო განყოფილების უფროსის, ნინო მაღლაკელიძის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ შენობაში მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯს კიცხის, ხევისა და ღორეშის იუსტიციის სახლებში მოხმარებული დენის საფასური ემატება. „ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ელექტროენერგიის ხარჯი სამინისტრომ დაფაროს,“ – განმარტავს ნინო მაღლაკელიძე.
რაც შეეხება რელიგიის დაფინანსებას, მისივე ინფორმაციით, ნებართვას თანხმობას ელოდებიან რელიგიის საქმეთა სააგენტოდან. „მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფესგან, ასევე ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელისგან მივიღეთ წერილი, – ამბობს ნინო მაღლაკელიძე, – ისინი ბიუჯეტში რელიგიის მუხლით დაგეგმილი თანხიდან 50 ათას ლარს ითხოვენ. ჩვენ ტაძრის მშენებლობისთვის თანხის გადარიცხვაზე რელიგიის საქმეთა სააგენტოს ნებართვას ველოდებით. სააგენტოს პირველ აგვისტოს წერილობით მივმართეთ და პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
არასაკმარისი ფინანსური რესურსების გამო ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში ვერც ატრაქციონები დამონტაჟდა და დღემდე ვერც მისი კეთილმოწყობის პროექტი მომზადდა.“
სათნოების სახლისთვის ინვენტარის შეძენა კი, ნინო მაღლაკელიძის ინფორმაციით, 2017 წლის მესამე-მეოთხე კვარტალში იგეგმება.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში