

ხარაგაულის თოჯინების თეატრმა სპექტაკლის – „აბა დამაცადეთ, თაგუნებო!“ პრემიერა გამართა.
ეფენ ჩაპოვეტის პიესა მარტოხელა ქალზე მოგვითხობს, რომელსაც თაგუნები შეეჩვივნენ. ქალბატონმა მათ მოსაგერიებლად ფისო მოიყვანა. ფისო კი თაგუნებს დაუმეგობრდა. დიასახლისზე გაბრაზებულმა მეგობრებმა სახლიდან წასვლა გადაწყვიტეს, თუმცა, ქალბატონი დაბადების დღეს მარტო არ დატოვეს და გაახალისეს.
ირინე ჩხეიძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლი პატარებს ძალიან მოეწონათ, – ისინი ტაშითა და ოვაციებით ხვდებოდნენ დეიდა მარინეს (ლუიზა კიკნაძე), თაგუნების – კიწისა და კიკის (მაია ბერაძე, ირინე ჩხეიძე), ფისოს (გიორგი ჭიპაშვილი) სცენაზე გამოჩენას.
სპექტაკლის შემდეგ პატარა მაყურებელმა ბარბარე ხიჯაკაძემ გვითხრა, რომ მას ყველაზე მეტად თაგუნების საქციელი მოეწონა, როცა მათ სათაგურიდან ფისო გამოიხსნეს.
თეატრის რეჟისორის, ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, „აბა დამაცადეთ, თაგუნებო!“ მათი დასის რიგით მეექვსე სპექტაკლია. თოჯინების თეატრი ხარაგაულის კულტურის ცენტრში 2009 წლიდან ფუნქციონირებს.
ხარაგაულის თოჯინების თეატრი სპექტაკლით, „აბა დამაცადეთ, თაგუნებო!“ სექტემბერში ჭიათურაში გამართულ თოჯინების თეატრების ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
დღეს, 3 აგვისტოს, ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე მესამედ, საქმიანობაში