ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე „პატრიოტთა ალიანსიდან“ პაატა კიკნაძე იყრის.
„ეს საკითხი პარტიის ბიურომ გადაწყვიტა, – ამბობს „პატრიოტთა ალიანსის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ფცქიალაძე, – გამგებლის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა, მათ შორის – ჩემიც. მოხარული ვარ, რომ პარტიის ბიურომ მხარი პაატა კიკნაძეს დაუჭირა. ის სოფლის მოყვარული ადამიანია, პროფესიით არქიტექტორი. კარგად იცის, როგორ უნდა განვითარდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტი.“
პაატა კიკნაძე, თემურ ფცქიალაძესთან ერთად, „ჩემი იმერეთის“ რედაქციაში გვესტუმრა. მან ბიოგრაფია და სამომავლო გეგმები გაგვაცნო:
-1969 წლის პირველ თებერვალს ხარაგაულის რაიონის სოფელ დეისში დავიბადე. თბილისის #14 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თოიძის სახელობის ტექნიკუმში არქიტექტურის ფაკულტეტზე გავაგრძელე. ტექნიკუმი 1987 წელს დავამთავრე. 1991-97 წლებში ვსწავლობდი თბილისის სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე. დიპლომი ცნობილი არქიტექტორის, ოთარ თუხარელის ხელმძღვანელობით დავიცავი. მუშაობა დავიწყე „თბილქალაქპროექტში“ არქიტექტორის თანამდებობაზე. 1998 წელს სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურისა და მხაზველობითი გეომეტრიის კათედრებზე დავიწყე მუშაობა. სამი წელი ქართულ-ებრაულ სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობდი.
2003 წელს დავამთავრე გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასპირანტურა. 2007 წელს პროფესორის ხარისხი მომანიჭეს. 2012 წლიდან ლექციებს ტექნიკურ უნივერსიტეტში კომპიუტერული ქსელებისა და ტექნოლოგიების კათედრაზე ვკითხულობ. ვარ სამხატვრო აკადემიის უფროსი პედაგოგი.
ვასრულებ არქიტექტურულ პროექტებს როგორც ქალაქ თბილისის მერიისთვის, ისე კერძო სექტორისთვის. დეისში მყავს მამა და ძმა. თავად დაუოჯახებელი ვარ.
არქიტექტურისა და მშენებლობის კუთხით დიდი გამოცდილება მაქვს. ხარაგაულში დავიბადე და გავიზარდე. მსურს, ხარაგაულს მეტად მივხედოთ და მოვუაროთ, მეტი საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელოთ, გაჭირვებულ მოსახლეობას დავეხმაროთ.
ჩემი მთავარი პრიორიტეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული განვითარება და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში