სს ენერგო-პრო ჯორჯიასგან მიღებული ინფორმაციით, ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება:
ხარაგაული. 03 აგვისტოს 10:30-დან 18:00 საათამდე – ფიდერ „ბორითის“ დაახლოებით 470 აბონენტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღორეშა, უბისა და ნადაბური. 12:00-დან 15:00 საათამდე – 630 აბონენტს სოფლებში საღანძილე, ვანი, სხლითი, ზარანი, ჩხერი.
ზესტაფონი. 04 აგვისტოს 11:00-დან 13:00 საათამდე – 429 აბონენტს სოფელ ძირულაში და 13:00-დან 15:00 საათამდე – 47 აბონენტს სოფელ მაღაროში.
ქუთაისი. 04 აგვისტოს ქვესადგურ “ქუთაისი 4”-ში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 06:00-დან 11:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 6000 აბონენტს ქ. ქუთაისში რუსთაველის, ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას, პეტრიწის და მიმდებარე ქუჩებს, გორას და ჭომის დასახლებას.
ხონი. 03 აგვისტოს 10:15-დან 18:00 საათამდე – ფიდერ „ქალაქი 1“-ის დაახლოებით 1150 აბონენტს ქ. ხონის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, მოსე ხონელის, ირაკლი აბაშიძის, ჭანტურიას და მიმდებარე ქუჩებზე.
ტყიბული. 03 აგვისტოს 12:00-დან 17:00 საათამდე – 789 აბონენტს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საწირე, ძიროვანი, ზედუბანი. 11:00-დან 18:00 საათამდე – 1130 აბონენტს ქ. ტყიბულის გაბრიაძის ქუჩაზე და სოფლებში მუხურა, რცხილათი. 11:00-დან 18:00 საათამდე – 320 აბონენტს სოფლებში ძუყნური, ლეღვა, ახალდაბა, ხრესილი. 11:00-დან 18:00 საათამდე – 601 აბონენტს სოფლებში სოჩხეთი, ძმუისი, წყნორი, კისორეთი.
საჩხერე. 03 აგვისტოს 12:00-დან 18:00 საათამდე – 382 აბონენტს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქორეთი და პასიეთი; 13:00-დან 16:00 საათამდე – ფიდერ „სინაგურის“ 1611 აბონენტს საჩხერის მუნიციპალიტეტის ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში.
აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს გამანაწილებელ ქსელში. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში