

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკი) დენის, გაზისა და წყლის მიწოდების წესებში ცვლილებები შეიტანა.
აღნიშნული ცვლილებებით, დენის, გაზისა და წყლის დავალიანების გადაუხდელობის გამო, შესაბამისი კომპანიები აბონენტებს დენს, გაზსა და წყალს საღამოს, შაბათ-კვირას, უქმე დღეებში და უქმე დღეების წინა დღეებში ვეღარ გაუთიშავენ.
სემეკ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი ჩანაწერი მიწოდებისა და მოხმარების წესებში აქამდე არ არსებობდა.
ამ დადგენილებებით ასევე განისაზღვრა დავალიანების გადაუხდელობის გამო მომარაგების აღდგენის წესი. დენის, გაზისა და წყლის აღდგენა უნდა მოხდეს დავალიანების გადახდის ქვითრის წარდგენიდან არაუმეტეს 5 საათში, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 09:00 საათიდან 16:00 საათამდე (მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათამდე);
იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება 16:00 საათის შემდეგ მოხდა (მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათის შემდეგ), – მომარაგების აღდგენა უნდა მოხდეს შემდგომი კალენდარული დღის არაუგვიანეს 12:00 საათისა.“
სემეკის დადგენილებაში ცვლილებები 27 ივლისიდან ამოქმედდა.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის