

24-28 ივლისს ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, C ჰეპატიტის კვირეული ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა რამდენიმე აქტივობა განახორციელა – ცენტრის თანამშრომლები შეხვდნენ მოქალაქეებს დაწესებულებებში, სადაც ჩაატარეს საუბრები C ჰეპატიტის შესახებ, სწრაფი ტესტებით ხარაგაულში 161 მოქალაქე გამოიკვლიეს. არც ერთ მათგანს C ჰეპატიტი არ აღმოაჩნდა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ხარაგაულში სწრაფი ტესტით C ჰეპატიტზე 2017 წლის ექვს თვეში 663 პიროვნებაა გამოკვლეული. მათგან დაავადება რვას აღმოაჩნდა.
მსურველებს ნებისმიერ სამუშაო დღეს შეუძლიათ ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში C ჰეპატიტზე სწრაფი ტესტი ჩაიტარონ.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის