28 ივლისს, 16:00-დან 18:00 საათამდე, ძევრულას ჰიდროელექტროსადგურში დაგეგმილი ტესტირების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად შეეზღუდება მომხმარებლებს მთლიანად ამბროლაურის, ონის, თერჯოლის, ჭიათურის, საჩხერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, აგრეთვე დაახლოებით 1400 აბონენტს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვედა საზანო, ტყლაპი, სასახლე. სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და ტექნიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება:
ჭიათურა. 28 ივლისს 08:00-დან 14:00 საათამდე – ქვესადგურ „ჭიათურა 5“-ის 4456 აბონენტს ქ. ჭიათურაში ფრანგიშვილის, გაგარინის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში წინსოფელი, პერევისა, ცხრუკვეთი, ჭილოვანი და მიმდებარე სოფლებში.
ზესტაფონი. სს სახელმწიფო ელექტროსისტემის მოთხოვნით, 28 ივლისს 9:00, 15:00 და 18:00 საათზე ათ-ათი წუთით ელენერგია შეუწყდებათ ქვესადგურ „დიდი ზესტაფონიდან“ გამომავალი ფიდერების აბონენტებს ქ. ზესტაფონის სატროსელსკის ქუჩაზე და სოფელ არგვეთაში, აგრეთვე, ზესტაფონი-თერჯოლის ავტომაგისტრალის მახლობლად განთავსებულ ობიექტებს.
ტყიბული. 28 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე – ფიდერ „ცუცხვათის“ 511 აბონენტს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცუცხვათი, ზედა ჭყეპი, კოკა, ოხომირა; 11:00-იდან 18:00 საათამდე – 315 აბონენტს სოფლებში ძიროვანი და საწირე. 11:00-დან 18:00 საათამდე – 320 აბონენტს ძუყნურში, ლეღვაში, ახალდაბაში, ხრესილში.
აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს გამანაწილებელ ქსელში. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში