ორშაბათს, 31 ივლისს, 14:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) პარტნიორებთან – ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციასთან „ელკანა“ და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან (AYEG) ერთად ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ კოოპერატივებს საჩუქრად აქტივებს გადასცემს. ცერემონია გაიმართება ქუთაისში, სასტუმროში „ბაგრატი 1003“.
აქტივები იმერეთში საჩუქრად 12 კოოპერატივს, მათ შორის ხარაგაულში დაფუძნებულ ორ კოოპერატივს – „მეღვინეობა კიცხს“ და „სარგოს“ გადაეცემა.
იმერეთში დასაჩუქრდებიან კოოპერატივები – „იმედი,“ „მუხიანი,“ „იმერეთი 5,“ „მეღვინეობა კიცხი,“ „ცისკარი,“ „მადლიანი ივერია,“ „ტირიხულა,“ „წყალობა,“ „ოკრიბა,“ „იმერული,“ „ჯვარისა XXI,“ „სარგო.“
„მეღვინეობა კიცხისა“ და „სარგოს“ წარმომადგენლები ჰამლეტ ბერაძე და გიორგი გველესიანი ამბობენ, რომ ისინი მუდმივ საკუთრებაში მიიღებენ იმ ტექნიკასა და აღჭურვილობას, რომელიც დღემდე, გარკვეული ვალდებულებების შესასრულებლად, დროებით სარგებლობაში ჰქონდათ.
„ამჟამად „სარგო“ პროდუქციას არ აწარმოებს, – ამბობს „სარგოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი გველესიანი, – ამის მიზეზი ჰომოგენიზატორის არქონაა, რომელიც რძის პროდუქტების წარმოებისთვის აუცილებელია. ENPARD-ის კიდევ ერთ საგრანტო კონკურსში გავიმარჯვეთ და სავარაუდოდ ორშაბათს, ძველ ქონებასთან ერთად, ჰომოგენიზატორსაც გადმოგვცემენ. ამ წლის ბოლოსთვის პროდუქციის (რძე, მაწონი, აირანი) გამოშვებას ვგეგმავთ.“
ქუთაისში კოოპერატივების დასაჩუქრების ცერემონიალს დაესწრებიან კოოპერატივების, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ჩეხეთის საელჩოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, იმერეთის რეგიონალური და ადგილობრივი ადმინისტრაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
ღონისძიება ტარდება პროექტის „მცირე ფერმერთა კოოპერაციის და პროდუქტიულობის ზრდა იმერეთსა და რაჭაში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მიერ.
ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. მისი მთავარი მიზანი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერის გზით სოფლად სიღარიბის შემცირებაა.
ფოტოზე: რძის გადამამუშავებელი კოოპერატივი „სარგო“
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში