

მეოთხე დღეა, რაც ჩვიდმეტ წლამდე ხელბურთელ გოგონათა საქართველოს ნაკრები ხარაგაულში სავარჯიშოდ იმყოფება. ნაკრები გუნდი ხარაგაულში ათდღიან წვრთნას გაივლის. გოგონები ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის (დირექტორი დავით გელაშვილი) სპორტულ დარბაზში ვარჯიშობენ.
„ვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც 14-დან 21 აგვისტოს ჩათვლით ლიტვის ქალაქ კლაიპედაში გაიმართება, – ამბობს მწვრთნელი დარეჯან გეფარიძე, – დარბაზში დღეში ორჯერ ვვარჯიშობთ. ხარაგაულის სპორტულ დარბაზში შესანიშნავი პირობებია, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ.
ნაკრები ხარაგაულში შეკრებაზე მეორედ იმყოფება. აქ სიმშვიდე და სიწყნარეა, გრილა, სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის ყველა თანამშრომელი თბილად გვხდება და ხელს გვიწყობს. იმედია, ჩემპიონატზე კარგ შედეგს ვაჩვენებთ.“
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთის, ბელორუსიისა და იტალიის გუნდები არიან.
წარმატებები ვუსურვოთ ქართველ გოგონათა ნაკრებს.
ნინო კაპანაძე
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
დღეს, 3 აგვისტოს, ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე მესამედ, საქმიანობაში