

დღეს, 25 ივლისს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) წარმომადგენლებმა ხარაგაულში საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგის მიზანი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლებაა.
ორგანიზაციის ხარაგაულის კოორდინატორმა ქეთევან პავლაძემ და ქუთაისის კოორდინატორმა სოფო ხვადაგიანმა საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო პერიოდში მათი უფლება-მოვალეობები გააცვნეს.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ბიულეტენები დაურიგდათ.
ხარაგაულელი საჯარო მოხელეები საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მოსალოდნელი ცვლილებით, სააგიტაციო მასალების განთავსების წესებითა და ამომრჩევლის მოსყიდვის საკითხით დაინტერესდნენ.
„სამართლიანი არჩევნები“ პროექტს – „თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების ჩართულობით“ სამოც მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.
ნინო კაპანაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის