ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა ხარაგაულში სოლომონ მეფის ქ. #50 მდებარე მიწის ნაკვეთის გადაცემას ითხოვს. მიწის ეს ნაკვეთი ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობის უკან მდებარეობს. ამ საკითხზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 7 აგვისტოს სხდომაზე იმსჯელებს.
რისთვის გამოიყენებს ამ ტერიტორიას ბიბლიოთეკა და რა სახსრებით გეგმავს მის მოწყობას, ამ შეკითხვებით ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორს ნიკოლოზ მაჭავარიანს მივმართეთ.
„ეს ადგილი აქამდე გამოუყენებელი იყო, – ამბობს ნიკოლოზ მაჭავარიანი, – ამ ტერიტორიაზე ვგეგმავთ სკვერის მოწყობას, რომელშიც ღია ცის ქვეშ სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.
სკვერის მოსაწყობად მიზერული თანხა დაგვჭირდება. ტერიტორიის ქვედა მხარეზე უნდა ამოშენდეს ქვის კედელი, დავრგავთ ყვავილებს და მოვაწყობთ შესაბამის ინფრასტრუქტურას.
არიან კერძო პირები და ორგანიზაციები, რომელებიც ამ საქმეში მოგვეხმარებიან, ფინანსურ დახმარებას შეგვპირდა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე. სასურველია, გარკვეული თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც გამოიყოს. ეს იქნება ადგილი, რომელიც ხარაგაულის კულტურულ ცხოვრებას კიდევ უფრო გაალამაზებს.“
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში