

პროექტის „გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში ხარაგაულში ორდღიანი მედია ტური გაიმართება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის უფროსის, ბერიკა თურმანიძის, ინფორმაციით, ორდღიან ტურში მონაწილეები უბისის მონასტერს, ცაშეკრულას კანიონს, ხანდების კლდეებსა და ნუნისის ბერების კლდეს მოინახულებენ.
ტურის მეორე დღე მთლიანად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს დაეთმობა. ხარაგაულის ტურისტული ობიექტების შესახებ ინფორმაცია ტელესიუჟეტებით გაშუქდება, რაც ხარაგაულის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.
„ზაფხულში ვგეგმავთ ფასიანი ახალგაზრდული ბანაკის მოწყობას ლეღვნის სკოლის ეზოში, – გვიამბობს ბერიკა თურმანიძე, – იმერეთის გუბერნიაში გადაგზავნილია წერილი და პროექტი, რომლის მიხედვითაც იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის 4-4 წარმომადგენლისათვის ლეღვანში ახალგაზრდული ბანაკი გაიმართება. ახლა მუნიციპალიტეტებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.“
ხარაგაულელი ახალგაზრდებისთვის ზვარეს ტრადიციული საზაფხულო ბანაკი უფასო იქნება.
ბერიკა თურმანიძე ამბობს, რომ ხარაგაულში, ე.წ. ხანდების ტერიტორიაზე 11 საცოცი კლდის მოწყობას საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი დააფინანსებს, ხოლო ტურისტული ბაზის მოსაწყობად თანხას სკაუტური ორგანიზაციის დახმარებით „ელკანა“ გაიღებს.
ბერიკა თურმანიძის ინფორმაციით, ხანდებში მოეწყობა დასასვენებელი კოტეჯები, გამოსაცვლელი და საშხაპე კაბინები. დაინტერესებული ტურისტებისათვის ტურისტული მარშრუტი დაიგეგმება.
თამთა გოგოლაძე
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
დღეს, 3 აგვისტოს, ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე მესამედ, საქმიანობაში