სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-დან მიღებული ინფორმაციით,  ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და ტექნიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება:

ხარაგაული/ზესტაფონი. 24 ივლისს მ/ძ გადამცემი ხაზის „საქასრიას“ გამორთვის გამო 10:00-დან 16:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება დაახლოებით 2600 აბონენტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბორითი, უბისა, საქასრია, ხევი, გედსამანია და მიმდებარე სოფლებში. ხაზის ჩართვა-გამორთვისას რამდენიმე წუთით ელენერგია გაეთიშება დაახლოებით 2700 აბონენტს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში შორაპანი, შროშა, დილიკაური, ბოსლევი და მიმდებარე სოფლებში.

წყალტუბო/ტყიბული. 22 და 24 ივლისს 10:00-დან 16:00 საათამდე – 190 აბონენტს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში სორმონი, ჭოლევი. ჩართვა-გამორთვის დროს რამდენიმე წუთით ძაბვა შეუწყდება დაახლოებით 4700 აბონენტს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ორპირი, ხრესილი, ციხია, გელათი და მიმდებარე სოფლებში.

24 ივლისს 10:30-დან 16:00 საათამდე – 430 აბონენტს ქ. ტყიბულში გიორგაძის, გორგოძის, რობაქიძის, სვანეთის და მიმდებარე ქუჩებზე.

აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს გამანაწილებელ ქსელში. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.