

გავრცელებული ინფორმაციით, მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე კენჭს მოქმედი გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე იყრის.
ნიკოლოზ თოფურიძემ ჩვენთან საუბარში ეს ინფორმაცია დაადასტურა. „დიახ, კი ბატონო, კენჭს ვიყრი ხარაგაულის მერად. რა თქმა უნდა, ეს უკვე გადაწყვეტილია პარტიიდან,“ – ამბობს ნიკოლოზ თოფურიძე.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ პარტიის ცენტრალურ ოფისში კანდიდატების განხილვის პროცესი მიმდინარეობს.
„პარტიის ცენტრალური საარჩევნო შტაბი იქმნება, – ამბობს მანანა ბარბაქაძე, – ამის შემდეგ ბატონი პრემიერ-მინისტრი იმერეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატებს დაასახელებს. მე ახლა ვერ გეტყვით, ხარაგაულის გამგებლად კენჭს ბატონი ნიკოლოზ თოფურიძე იყრის, თუ სხვა ვინმე. პრემიერს აქვს ამის ექსკლუზიური უფლება. ნურავინ აჩქარდება წინასწარ. ვისაც დაასახელებს ბატონი პრემიერი, ჩვენ მხარს იმას დავუჭერთ.“
ნინო კაპანაძე
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის
მესამე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია,
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის განაცხადების მიღებას