დღეს, 19 ივლისს, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში 2015-2016 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები – ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები – დაჯილდოვდნენ. რესურცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, ხარაგაულელი ახალგაზრდები ნიჭიერებითა და მოტივაციით ყოველთვის გამოირჩეოდნენ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესდამთავრებული ხარაგაულელები მშობლიურ რაიონში დაბრუნდნენ და ცოდნა-განათლება მუნიციპალიტეტის განვითარებას მოახმარონ.
მედალოსნებს წარმატებები უსურვეს და გზა დაულოცეს ხარაგაულის #2, მარელისის, ლაშის, კიცხის საჯარო სკოლების დირექტორებმა – ვალერი გოგნაძემ, ვერა ოდიკაძემ, ნანა აბესაძემ, თამარ წიწილაშვილმა, ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, საკრებულოს წევრმა მარინე ვეფხვაძემ, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ოთარ ლურსმანაშვილმა.
მედალოსნებმა აღნიშნეს, რომ ეს დღე მათთვის დაუვიწყარი და საამაყოა. მათ მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებსა და მშობლებს მათზე გაწეული ამაგისათვის.
„ეს ახალგაზრდები არა მარტო სწავლით გამოირჩეოდნენ, ისინი კულტურულ, შემოქმედებით და სპორტულ ღონისძიებებშიც აქტიურად მონაწილეობდნენ, – ამბობს მედალოსნის მშობელი მამუკა ჭიპაშვილი, – ჩვენ მივეჩვიეთ და აღარ გვიკვირს, რომ ხარაგაულში ნიჭიერი გა გამორჩეული თაობა იზრდება.“
„უნივერსიტეტში ჩემ შვილიშვილს ლექტორები სულ აქებენ და აღნიშნავენ, რომ ხარაგაულიდან განსაკუთრებით ზრდილობიანი, ნიჭიერი, მოტივირებული ახალგაზრდები აბარებენ, – ამბობს მედალოსნის ბებია ციცო ციცქიშვილი, – გისურვებთ წარმატებებს. ბევრი სასახელო და საამაყო ქართველი გაეზარდოს ხარაგაულს.“
ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ:
მადონა შველიძე, ნინო მაღრაძე (ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა);
გიორგი მდინარაძე (კიცხის საჯარო სკოლა);
ნუგზარ მაჭავარიანი, ვლადიმერ მაღრაძე (ლაშის საჯარო სკოლა);
ანა კვინიკაძე ( წიფის საჯარო სკოლა);
არჩილ მაისურაძე, თამარ სხილაძე (ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია).
ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ:
მარი მაღლაფერიძე (ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა);
სალომე პაპიძე (კიცხის საჯარო სკოლა);
მარიამ ფცქიალაძე (მარელისის საჯარო სკოლა);
ზურაბ აბაშიძე, ანი ბლუაშვილი, სალომე ვეფხვაძე, თამარ კიკნაძე, ნოდარ შავიძე, ანი ჩხეიძე, ნინო ჭიპაშვილი (ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია).
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში