

რა კულტურული ღონისძიებები გაიმართება საზაფხულოდ ხარაგაულში, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელებს მივმართეთ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძის, ინფორმაციით, 20-30 ივლისს აჭარის ტელევიზია ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლ „თანამდევი სულის“ სატელევიზიო ვერსიას გადაიღებს.
აგვისტოში დაგეგმილია თოჯინების თეატრის ახალი სპექტაკლის პრემიერა. ამ სპექტაკლით, ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, ხარაგაულის თოჯინების თეატრი ჭიათურაში დაგეგმილ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
კულტურის სამსახურის ორგანიზებით ივლისის ბოლოს ხარაგაულში ტერიტორიულ ერთეულებს შორის სპორტული შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ გაიმართება.
ხარაგაულის კულტურის ცენტრის დირექტორი ვასილ კიკნაძე ამბობს: -ზაფხულის პერიოდს ჩვენ, ძირითადად, მოსამზადებლად ვიყენებთ ხოლმე. ხარაგაულში გაიმართება ფოლკლორის საღამო, სადაც მოწვეული იქნებიან ფოლკლორის ცენტრის სპეციალისტები. ღონისძიების თარიღი ჯერ დაზუსტებული არაა. აგვისტოში კულტურის ცენტრი კონცერტებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელსაც ეწვევა.
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის