

ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 11 აგვისტომდე გრძელდება. ამ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, მოიძიეს ერთი ჯგუფის ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხა – 2 700 ლარი.
„ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის გამგემ ყველა მშობელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ განცხადება დაეწერათ, თუ 20 ივლისიდან 11 აგვისტომდე შვილის საბავშვო ბაღში ტარება სურდათ, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – დღეის მდგომარეობით განცხადებით ოცდაორმა მშობელმა მოგვმართა.“
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალ 14 საბავშვო ბაღში არდადეგები 30 ივნისიდან დაიწყო. აღსაზრდელები დღემდე მხოლოდ ხარაგაულის #1 და #2 საბავშვო ბაღებში დადიან.
სასწავლო პროცესი გაერთიანების ყველა საბავშვო ბაღში 11 სექტემბერს განახლდება.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის