

წუხელ ღამით, 23 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში, ბაჩიაშვილების უბანში, გრიგოლ ბერაძის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა.
ხიდარში გამგებლის წარმომადგენელი ბადრი ბერაძე ამბობს, რომ სოფლის მოსახლეობამ გრიგოლ ბერაძე და მისი მოხუცი დედა სახლიდან გამოიყვანეს.
„გრიგოლ ბერაძე ქვედა კიდურების მძიმე დამწვრობით დაუყოვნებლივ ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს, დღეს კი, როგორც მაცნობეს, – ქუთაისის დამწვრობის ცენტრში, – ამბობს ბადრი ბერაძე, – მოხუცი ქალბატონი დისშვილმა სოფელ იგორეთში წაიყვანა. სახანძრო-სამაშველო სამსახური მალევე მოვიდა. ვშიშობდით, რადგან ცეცხლი შეიძლებოდა მეზობელ სახლებს გადადებოდა. ხანძარს დილის ხუთ საათამდე ექვსი სახანძრო მანქანა აქრობდა.“
ბადრი ბერაძის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაზარალებულ ოჯახს 3 ათას ლარამდე თანხით დაეხმარებიან. დედა-შვილისთვის საცხოვრებელი ფართის მოძიებაზე ზრუნავენ.
ნინო კაპანაძე
ნონა ზურაბიანის ფოტო
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის