80 წლის ხარაგაულელ გიორგი ჩიტაძეს ამიერიდან მეუღლის საწოლთან ღამისთევა აღარ დასჭირდება. ის ინვალიდ მეუღლეს უვლის, შუახნის ასაკიდან სმენადაქვეითებულია და თანამეცხედრის სასთუმალთან ღამეს იმის შიშით ათენებს, – ვაითუ ძილში მისი დაძახება ვერ გაიგონოს.
დღეს, 13 ივლისს, გიორგი ჩიტაძეს ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრში სმენის აპარატი უფასოდ გადაეცა.
სმენის შესამოწმებელი აქცია ხარაგაულში სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ინიციატივით მიმდინარე წლის მაისსა და ივნისში გაიმართა.
შვედი სპეციალიტების დახმარებით ხარაგაულში მოქმედ ყველა სკოლაში 1-4 კლასების მოსწავლეები, უფროსკლასელები და ზრდასრული ადამიანები შემოწმდნენ.
იმ პირებს, რომლებსაც სმენის დაქვეითება აღენიშნებოდათ, აპარატები 13 და 14 ივლისს უფასოდ გადაეცემათ.
აქციის კოორდინატორის, მაია ბერაძე-ჯონსონის, ინფორმაციით, „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სულ 122 სმენის აპარატი გაიცემა. გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ რეგიონში სმენის პრობლემა აქტუალურია. ზოგ შემთხვევაში ის ასაკობრივია. თუმცა ასევე გამოიკვეთა ანტიბიოტიკების გამოყენების შედეგად სმენის დაქმეითების შემთხვევები.
ვირუსული დაავადებების შემდეგ ხშირია ყურის ანთების შემთხვევები ან გოგირდის საცობი ყურში, რამაც მომავალში შეიძლება სმენის პრობლემა გამოიწვიოს. მშობლებს უყვართ ყურის ბამბიანი ჩხირების გამოყენებით ყურის ღრმა წმენდა. ასეთ დროს შეიძლება ბავშვს დაფის აპკი დაუზიანდეს. საკმარისია ყურის გარეგანი ნაზი წმენდა. ყურის ტკივილის დროს აუცილებელია მივმართოთ სპეციალისტს, თვითმკურნალობა დაუშვებელია,“ – ამბობს მაია ბერაძე-ჯონსონი.
თამთა გოგოლაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში