

11 ივლისს ხარაგაულში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ მოინახულა.
მან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ვერტყვილაში საუბნო გზის 800 მეტრიანი მონაკვეთის მობეტონების სამუშაოები დაათვალიერა.
ეს პროექტი 124 909 ლარით რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
გუბერნატორმა გედსამანიაში რეაბილიტირებული 3 კილომეტრიანი მობეტონებული გზა გახსნა. გზის მშენებლობა 277 380 ლარით რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.
გედსამანიელი ნოდარ ჩადუნელი ამბობს, რომ როდესაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაშინდელი გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრი, სოფლის მოსახლეობას ამ გზის მობეტონებას დაპირდა, მათთვის რთული დასაჯერებელი იყო. დღეს მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. თუმცა, როგორც თავად ამბობენ, უკეთესი იქნებოდა, გზა სოფლის სალოცავამდე, – ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრამდე, რომ მობეტონებულიყო. იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის ეს დიდი შვება იქნებოდა.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი