საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის დადგენილებით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის 33 618 188 ლარი გამოიყო; მათ შორის იმერეთის მუნიციპალიტეტებისთვის – 9 313 578 ლარი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის გზების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი 2 598 100 ლარით დაგეგმილია შემდეგი პროექტების განხორციელება:
– სოფელ ფარცხნალში აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახლამდე მისასვლელი 984 მეტრი გზის რეაბილიტაცია 167. 3 ათასი ლარი;
– დაბა ხარაგაულში ქუჩების, ჩიხების რეაბილიტაცია და არხების გაწმენდა – 171,0 ათ. ლარი;
– სოფელ ლეღვნის ცენტრალური 4076 მეტრი გზის რეაბილიტაცია – 772,4 ათასი ლარი;
– სოფელ ქვედა ლახუნდარის (ეკლესიის უბანი) ცენტრალური 2350 მეტრი გზის რეაბილიტაცია – 190,0 ათასი ლარი;
– ლეღვანი-მარელისის დამაკავშირებელი 4600 მეტრი გზის რეაბილიტაცია – 57,0 ათ. ლარი;
– სოფელ ჩრდილის საავტომობილო 2400 მეტრი გზის რეაბილიტაცია – 308,8 ათ. ლარი;
– სოფელ კიცხის მდინარაძეების უბანში 2500 მეტრი გზის რეაბილიტაცია – 338,3 ათასი ლარი;
– სოფელ ღვერკის 1400 მეტრი გზის რეაბილიტაცია – 153,3 ათასი ლარი;
– ლაშის ადმინისტარციულ ერთეულში, სოფელ ხემაღალის 2100 მეტრი გზისა და მანჯავიძეების უბანში 250 მეტრი გზის რეაბილიტაცია – 261,2 ათასი ლარი;
– სოფელ საქარიქედის საავტომობილო 2200 მეტრი გზის რეაბილიტაცია – 178,8 ათასი ლარი.
სულ ამ პროექტების სავარაუდო ღირებულება 2 735173 ლარია.
სავარაუდოდ, 137 073 ლარი (პროექტების ღირებულების 5%), თანადაფინანსების სახით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა უნდა გაიღოს.
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით საკრებულოს ბიურომ დღეს მორიგი საბიუჯეტო ცვლილება განიხილა.
საკრებულოს წევრები ამ საბიუჯეტო ცვლილებას ხვალ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ.
ამ საბიუჯეტო ცვლილების შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში 12 825,5 ათას ლარამდე გაიზრდება, ხოლო გადასახდელების ნაწილში 13 513,6 ათას ლარს მიაღწევს.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში