

ხარაგაულის სპორტულ დარბაზში დღეს, 30 ივნისს, ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ინიციატივით, „მხიარული თამაშები“ გაიმართა. სპორტულ შეჯიბრებაში ხარაგაულის #1 და #2, ხევის, კიცხის, ხიდრისა და ლეღვნის საბავშვო ბაღების გუნდები მონაწილეობდნენ.
„მხიარულ თამაშებში“ ხიდრის საბავშვო ბაღის გუნდმა „ჭიამაიამ“ გაიმარჯვა. საუკეთესო კაპიტნად ლეღვნის საბავშვო ბაღის აღსაზრდელი ლუკა შარიქაძე დასახელდა.
მონაწილეები ფასიანი საჩუქრებით განათლების პროფკავშირების ხარაგაულის რაიონულმა ორგანიზაციამ, ხარაგაულის გამგეობის კულტურის სამსახურმა და ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ დააჯილდოვეს.
შეჯიბრების შემდეგ ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის აღმზრდელებმა აღსაზრდელთათვის თოჯინების თეატრის წარმოდგენა გამართეს.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების 14 საბავშვო ბაღში დღეიდან საზაფხულო არდადეგები დაიწყო. საბავშვო ბაღის აღსაზრდელთათვის არდადეგები 11 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის