ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები გივი თხელიძე და ქეთევან ზუმბაძე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაბა ხარაგაულის მაჟორიტარობისთვის იბრძოდნენ.
გივი თხელიძე დაბა ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გახდა.
ქეთევან ზუმბაძე კი ამომრჩეველმა საკრებულოში ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სიით აირჩია.
გივი თხელიძე 2014-2016 წლებში საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა. 2016 წლის ნოემბრიდან კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.
ქეთევან ზუმბაძე საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.
წინასაარჩევნო შეხვედრებზე კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი გივი თხელიძე და მისი თანაპარტიელები ამომრჩევლებს დაბა ხარაგაულში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას, 24-საათიან წყალმომარაგებას, მრავალბინიანი კორპუსების მაცხოვრებლებს სადარბაზოების გარემონტებას, ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომლებს კი ხელფასების მომატებასა და სკოლამდელი აღზრდისადმი ყურადღების გაზრდას ჰპირდებოდნენ.
ოპოზიციური კანდიდატი ქეთევან ზუმბაძე ამომრჩევლებს, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობით არჩევის შემთხვევაში, დაწყებული პროექტების გაგრძელებას ჰპირდებოდა.
რამდენიმე თვეც და, საქართველოში 2014 წლის მოწვევის თვითმმართველობებს უფლებამოსილების ვადა ამოეწურებათ.
რამდენად შესრულდა წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები, კონკრეტულად რა ნაბიჯები გადადგეს მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემების მოსაგვარებლად, – ამ და სხვა საკითხებზე ერთი და იგივე შეკითხვებით საკრებულოს დეპუტატებს გივი თხელიძესა და ქეთევან ზუმბაძეს ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, მივმართეთ.
მათი პასუხები მით უფრო საინტერესოა, რომ ამ მასალის ფორმატის შესახებ არც ერთი მათგანისთვის ცნობილი არ იყო. გივი თხელიძესთან და ქეთევან ზუმბაძესთან ვრცელი ინტერვიუ იხილეთ გაზეთში „ჩემი იმერეთი“.
ახლა კი რამდენიმე შეკითხვაზე მათ პასუხებს უშუალოდ მოუსმინეთ.
-ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომლებს სახელისუფლებო კანდიდატები, წინასაარჩევნოდ, ხელფასების მომატებასა და სკოლამდელი აღზრდისადმი ყურადღების გაზრდას ჰპირდებოდნენ.
2017 წელს ხარაგაულის საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლების ხელფასები 10%-დან 40%-მდე შემცირდა. რატომ მივედით ამ მდგომარეობამდე?
-ხარაგაულში მრავალბინიანი კორპუსების მაცხოვრებლებს, წინასაარჩევნოდ, სახელისუფლებო კანდიდატები სადარბაზოების გარემონტებას ჰპირდებოდნენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ამ მიმართულებით თანხა არ არის გათვალისწინებული. დღევანდელი თვითმმართველობის არჩევიდან სამი წელი გავიდა და მრავალბინიანი კორპუსების მაცხოვრებელთა პრობლემა ვერ გვარდება. რა არის ამის მიზეზი?
-აპირებთ თუ არა მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და როგორ?
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში