

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), ხარაგაულის ინოვაციების ცენტრის ბაზაზე, იწყებს ტრენინგებს IT პროექტების მართვის მიმართულებით.
IT პროექტების მართვა ეს არის დაგეგმვის, ორგანიზების, შესრულების და მონიტორინგის პროცესი, რომელიც საჭიროა გარკვეული მიზნის მისაღწევად, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.
ტრენინგის ფარგლებში, მოსწავლეები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:
• პროექტის ინიცირება, შეფასება, შერჩევა;
• პროექტის მიზანი და მოქმედების ფარგლები;
• პროექტის ორგანიზება და ლიდერობა;
• პროექტის დაგეგმვა და განხორციელება;
• პროექტის მონიტორინგი და კონტროლი;
• პროექტის რისკების მენეჯმენტი;
• პროგრამული პროექტების მენეჯმენტი;
• პროგრამული აქტივების მენეჯმენტი;
• ხარისხის მენეჯმენტი;
• ცვლილებების მენეჯმენტი;
• ადამიანების მენეჯმენტი.
კურსს გაუძღვება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და უკრაინული ტრენინგ ცენტრის Skill Up-ის მიერ გადამზადებული ტრენერი, ლილი კაცაძე.
ტრენინგის ხანგრძლივობა არის 40 საათი. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 1-ლი ივლისი. ტრენინგი ჩატარდება 4-7ივლისს, 18-20 ივლისს.
ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ 16 წელს ზემოთ ადამიანებს.
ტრენინის ორგანიზების ხარჯებს სრულად აფინანსებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.
ტრენინგში მონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციისა და გასაუბრების საფუძველზე.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით ლინკზე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი