

„ახალი ტექნოლოგია – 2009“ ინტერნიუსთან ერთად 55 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს იწვევს ტრენინგებზე „ბებო და ბაბუ ონლაინ.“
ტრენინგის მიზანია კომპიუტერული უნარების ათვისება და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა.
ტრეინინგ კურსის დამთავრების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ:
კომპიუტერის გამოყენებას საკუთარი საჭიროებებისთვის,
ინტერნეტში ახალი ინფორმაციის მოძიებას და კომუნიკაციის ინსტრუმენტების გამოყენებას ( Skype, Viber)
სოციალური ქსელების ( Facebook), ასევე სხვადასხვა სახელმწიფო და კომერციული ონლაინ სერვისების გამოყენებას (მაგ.: ინტერნეტ-განცხადებები და ყიდვა-გაყიდვები).
ტრეინინგი ჩატარდება: 4-7 ივლისს, 18-20 ივლისს 10 სთ-დან -14 სთ-მდე ხარაგაულის ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში.
ტრენინგები ტარდება პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ ფარგლებში, რომელსაც ინტერნიუსი-საქართველო ახორციელებს პარტნიორებთან ერთად და აშშ მთავრობის დაფინანსებით.
პროექტის მიზანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებით და საზოგადოებისთვის სასარგებლო, ღია კომუნიკაციის ხელშეწყობით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ტრენერ ლილი კაცაძეს (ტელ: 577144715)
ან ხარაგაულის ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრს (ტელ: 577 387 388)
ტრენინგზე დასასწრებად, აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSew-XFeqf6jL_pz3AU050MLJVzuZY2Qx9PovtnqVhKXJJ_Fag/viewform
ყოველ წელს, 9 მაისს, ევროპის დღეს ევროკავშირი 1950 წლის შუმანის დეკლარაციის
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის
მესამე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია,
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის