

ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის გერმანული მიმართულების მესამე კურსის სტუდენტმა ქეთევან სხილაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. ქეთევანმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდია მოიპოვა და აგვისტოში ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში გერმანულ ენასა და კულტურას შეისწავლის.
„გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდია საკმაოდ პრესტიჟულია და მონაწილეთა შერჩევა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს, – ამბობს ქეთევან სხილაძე, – ძალიან მიხარია, რომ კონკურსში გავიმარჯვე.“
ქეთევან სხილაძე ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. ის თავისუფალ უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა. შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ ქეთევანს.
ფოტოზე: ქეთევან სხილაძე მარცხნიდან პირველი DAAD-ის პროგრამის გამარჯვებულ თანაკურსელებთან ერთად
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის