

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრი 1 და 2 ივლისს გიწვევთ შეჯიბრებაზე „თევზაობა ანკესით“. შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს 14 წლის ასაკიდან.
პირველ ივლისს მონაწილეებისათვის მოეწყობა თემატური ინტელექტუალური თამაში. ორ ივლისს მონაწილეები ერთმანეთს თევზაობაში, წინასწარ შერჩეულ ადგილებში, შეეჯიბრებიან.
დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაციისათვის მიმართეთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრს.
7-9 ივლისს ხარაგაულის ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით მოეწყობა სამდღიანი ლაშქრობა-ტური ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში.
მონაწილეებს შეეძლებათ მოინახულონ: ხერგილი, მაისუროვის ბაღი, სტეფურის კანიონი, უძველესი სოფელი სახულარი და მთა რკინისჯვარი.
მსურველებმა თან უნდა იქონიონ სამი დღის საგზალი, კეპი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი.
ტურში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს 16 წლის ზემოთ. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ხარაგაულის ტურიზმის განვითარების ცენტრს.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის