

გუშინ, 22 ივნისს, საღამოს მოსული უხვი ნალექის გამო დაბა ხარაგაულის ქუჩები დაიტბორა. საღანძილის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, სოფელ ჩხერისკენ მიმავალი და საღანძილის ცენტრალური გზები ჩაიხერგა.
„მოდიდდა ღომეთიის ღელე, წამოიღო დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი და გზა გადაკეტა, – გვიამბობს დავით კიკნაძე, – სოფელ ზარანში გარდაცვლილის სამძიმრიდან მომავალი ადამიანები რამდენიმე საათი მიკროავტობუსში იმყოფებოდნენ. გადაადგილება ვეღარ შეძლეს ახალი რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობაზე მიმავალმა დიდმა ავტომანქანებმა.“
დავით კიკნაძის ინფორმაციით, გუშინ საღამოსვე ადგილზე ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის საკრებულოს წევრები და გამგებლის მოადგილეები მივიდნენ. ორი ტრაქტორის საშუალებით გზა გვიან ღამით გაიწმინდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, თემურ ჩხეიძის ინფორმაციით, ისლარში გაიჭედა სანიაღვრე მილი, დაბა ხარაგაულში გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე და სოლომონ მეფის ქუჩის დასაწყისში, პირველ ჩიხთან, წყალმა ქვა-ღორღი ჩამოიტანა, ისლარსა და პატარა ხარაგაულში რამდენიმე ოჯახის ეზო დაიტბორა.
„წუხელ გაიწმინდა ჩხერისკენ მიმავალი გზა, – ამბობს თემურ ჩხეიძე, – დღეს დილიდან „ხარაგაულკეთილმოწყობისა“ და „ხარაგაულდასუფთავების“ სამსახურის თანამშრომლები დაბა ხარაგაულის ტერიტორიას ქვა-ღორღისგან წმენდენ.“
ფოტოები კობა ლურსმანაშვილისა და დავით კიკნაძის ფეისბუქგვერდებიდან.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი