

19 ივნისს დაიწყო და დღეს დასრულდება საქართველოს 1 600-მდე საჯარო სკოლაში მეთერთმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდები. ამ წუთებში მოსწავლეები გამოცდას ქიმიაში აბარებენ. გამოცდები იმ საგნებში ტარდება, რომელთა სწავლება მე-11 კლასში დასრულდა. გამოცდებისათვის 39 300-ზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 16 საგამოცდო ცენტრია.
„საგამოცდო პროცესი ყველგან ნორმალურად მიმდინარეობს, – ამბობს დავით კიკნაძე, – გუშინ რამდენიმე წუთით ელექტროენერგია კიცხის საჯარო სკოლას შეუწყდა და მალევე აღდგა. გამოცდებს 190 მეთერთმეტეკლასელი აბარებს. წინასწარი ინფორმაციით, არც ერთი მათგანი არ ჩაჭრილა გეოგრაფიასა და ბიოლოგიაში. ხუთმა მოსწავლემ ფიზიკაში ბარიერი ვერ გადალახა. ისინი ამ საგანში გამოცდას მომავალ სასწავლო წელს ჩააბარებენ.“
კომპიუტერზე ადაპტირებული საატესტატო გამოცდები საქართველოში 2013 წლიდან ტარდება.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი