

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის რესტავრაცია მომავალ კვირაში დაიწყება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის, ზაზა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, სააგენტომ ეკლესიას ძეგლის სტატუსი მიანიჭა და მის რესტავრაციაზე ნებართვა გასცა.
„ეკლესიის პროექტი არქიტექტორ-რესტავრატორმა ნოდარ მინდორაშვილმა შეადგინა და საპატრიარქოს დასამტკიცებლად წარუდგინა, – ამბობს ზაზა ჟორჟოლიანი, – პროექტი მოწონებულია. ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოებს საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი აფინანსებს, ხოლო უშუალოდ სამუშაოებს სამშენებლო-სარესტავრაციო კომპანია (დირექტორი ირაკლი ანდღულაძე) შეასრულებს.“
ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის მიერ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რესტავრაცია ჩაუტარდა ამაშუკეთის, მირონწმინდის, ბორითისა და მაქათუბნის ტაძრებს.
ნინო კაპანაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის