

25 ივნისს, 13:00 საათზე, ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართება კონფერენცია თემაზე: „ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ახალი ჰორიზონტები დასავლეთ საქართველოში“.
ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ხედვას ეპილეფსიის მართვის კუთხით დასავლეთ საქართველოს რეგიონში დამსწრეთ გააცნობს სოფიო კასრაძე (ას. პროფ. ნევროლოგი, ეპილეპტოლოგი. ნნი-ს სამეცნიერო ხელმძღვანელი, ეპილეფსიის სახელმწიფო პროგრამის დირექტორი, ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის საქართველოს განყოფილების გენერალური მდივანი).
ნეიროფსიქოლოგიური მიმართულების პერსპექტივებზე დასავლეთ საქართველოში ისაუბრებს თამარ გაგოშიძე (სრული პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის თსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ნნი-ს ნეიროფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, ფსიქომეტრული და საკონსულტაციო ასოციაციის პრეზიდენტი).
ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ხედვა ნევროლოგიური პათოლოგიების მართვის საკითხებში – მომხსენებელი გიორგი ლომიძე (მედიცინის დოქტორი, ნევროლოგი, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი).
კონფერენციის ფორმატი გათვლილია სამედიცინო თუ ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე პირებისთვის, ფსიქოლოგების, საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
კონფერენცია მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის აქტუალური და პრობლემური საკითხების განხილვას. ასევე დამსწრე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომელიც ინსტიტუტის ბაზაზე ხორციელდება:
კონფერენცია ორგანიზებულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ა/ო „ნაბიჯი ხარაგაულისა“ და „ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის რეგიონული ცენტრის“ მხარდაჭერით.
დასწრება თავისუფალია!
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი