

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებულმა სამუსიკო სტუდია „ჰარმონიამ“ სასწავლო წლის დასრულება შემაჯამებელი კონცერტით აღნიშნა. მსმენელის წინაშე პედაგოგების, ციური ბლუაშვილისა და გულნაზი აბრამაშვილის მოსწავლეები წარდგნენ.
სტუდია „ჰარმონია,“ რომელიც არსებობის 16 წელს ითვლის, მერვე წელია, რაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან ფუნქციონირებს. პედაგოგი გულნაზი აბრამაშვილი კლასიკური მუსიკის სიყვარულს ვერტყვიჭალელ მოსწავლეებს აზიარებს.
კონცერტზე შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები. პედაგოგმა ციური ბლუაშვილმა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გვერდში დგომისა და აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.
მოსწავლეთა სახლის დირექტორმა მაია ბლუაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა მოსწავლეთა მიერ ნაწარმოებების მაღალ დონეზე შესრულების გამო.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის