

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ორგანიზაციებს შორის მინი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა. ფინალში ერთმანეთს რკინიგზელთა და ტურიზმის განვითარების ცენტრის გუნდები შეხვდნენ. პენალტების სერიით რკინიგზელთა გუნდმა ანგარიშით 4:3 გაიმარჯვა.
ტურნირის საუკეთესო მეკარედ ირაკლი იჩქიტიძე დასახელდა, საუკეთესო ფეხბურთელად – ვალერი ტალახაძე, მაყურებლის სიმპატიის პრიზი ნიკალაი ბუაჩიძემ დაიმსახურა.
ტურნირი ტრადიციულია და მას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური ატარებს. წლევანდელ ტურნირში შვიდი გუნდი მონაწილეობდა.
ფოტოზე: ტურნირის ფინალისტები
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის